пятница, 12 ноября 2010 г.

მწერები

მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალებირთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. ფეხები დანაწევრებულია და შედგება მენჯის, ტაბუხის, ბარძაყის, წვივისა და თათისაგან. არსებობს მწერების ფრთიანი და უფრთო ფორმები. ფრთიანებს 2 წყვილი ფრთა აქვთ. ამათგან წინა წყვილი მიმაგრებულია შუა მკერდზე, უკანაუკანა მკერდზე. მუცელი შეერთებულია მკერდთან, შედგება 5 სეგმენტისაგან, აქვს სხვადასხვა დანამატი: კვერცხსადები, ცერკები, ნესტარი ანუ საწერტელი. საჭმლის მომნელებელი აპარატი შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. წინა ნაწლავში არჩევენ ხახას, საყლაპავ მილს, ჩიჩახვს და მღეჭვ კუჭს. მასთანდაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები. შუა ნაწლავის აგებულება კვების ხასიათზეა დამოკიდებული. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი. გამომყოფი ორგანოებია მალპიღის მილაკები, გამოყოფის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ცხიმოვანი სხეული. სუნთქავენ ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. შედგება მილაკისებრი გულისა და მოკლე აორტისაგან. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ნერვული კვანძის ანუ თავის ტვინის, ხახის ქვედა ნერვული კვანძისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოები. მწერები სქესობრივად მრავლდებიან. ზოგი გამონაკლისის გარდა გაყოფილსქესიანები არიან. ხშირად მკვეთრად აქვთ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მწერების მონაცვლეობით და მეტამორფოზით. მწერების სასიცოცხლო ციკლი სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულიათაობათა რაოდენობაზე, სეზონური განვითარების თავისებურებაზე და განსაკუთრებით დიაპაუზის ხასიათზე.
მწერები ცხოველთა სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან. ცნობილია მწერების მილიონამდე სახეობა.
მწერები მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში. იკვებებიან მრავალგვარი საკვებითცოცხალი და მკვდარი მცენარეებით, ცხოველების ლეშით, რომლითაც ბუნების სანიტრების როლს ასრულებენ, მონაწილეობენ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვაში, აუმჯობესებენ ნიადაგის მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, იძლევიან საკვებს (ფუტკარი) და ტექნიკურ პროდუქციას (აბრეშუმის ჭია, კოშენილი, რომლისაგანაც წითელი საღებავიკარმინი მზადდება და სხვა). მწერების უმრავლესობა მცენარეებისა და ცხოველების საშიში მავნებელი არიან. მათ გადააქვთ აგრეთვე სხვადასხვა ავადმყოფობის გამომწვევები.
მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.
მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებს, ხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთ ქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალებირთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. ფეხები დანაწევრებულია და შედგება მენჯის, ტაბუხის, ბარძაყის, წვივისა და თათისაგან. არსებობს მწერების ფრთიანი და უფრთო ფორმები. ფრთიანებს 2 წყვილი ფრთა აქვთ. ამათგან წინა წყვილი მიმაგრებულია შუა მკერდზე, უკანაუკანა მკერდზე. მუცელი შეერთებულია მკერდთან, შედგება 5 სეგმენტისაგან, აქვს სხვადასხვა დანამატი: კვერცხსადები, ცერკები, ნესტარი ანუ საწერტელი. საჭმლის მომნელებელი აპარატი შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. წინა ნაწლავში არჩევენ ხახას, საყლაპავ მილს, ჩიჩახვს და მღეჭვ კუჭს. მასთანდაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები. შუა ნაწლავის აგებულება კვების ხასიათზეა დამოკიდებული. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი. გამომყოფი ორგანოებია მალპიღის მილაკები, გამოყოფის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ცხიმოვანი სხეული. სუნთქავენ ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. შედგება მილაკისებრი გულისა და მოკლე აორტისაგან. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ნერვული კვანძის ანუ თავის ტვინის, ხახის ქვედა ნერვული კვანძისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოები. მწერები